Open/Close Menu კლინიკური მედიცინის ს-კ ინსტიტუტი

პოლარიზაციული მიკროსკოპი BA410 MOTIC
ჰიპერურიკემია (შარდმჟავას კონცენტრაცია მამაკაცებში > 420 მკმოლ/ლ, ქალებში >380 მკმოლ/ლ) – პოდაგრის ზოგადი სიმპტომია, მისი არსებობა დიაგნოზს ამყარებს.
პოდაგრა შეიძლება მიმდინარეობდეს ჰიპერურიკემიის გარეშეც. შემთხვევათა 2/3 შარდმჟავას კონცენტრაცია სისხლში ნორმის ფარგლებშია. ჰიპერურიკემია ყოველთვის არ იწვევს პოდაგრას.
ამიტომ, დღეისათვის პოდაგრის დიაგნოზი დაისმება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასხსრის სინოვიალური სითხის პოლარიზაციული მეთოდით მიკროსკოპიის შემთხვევაში ხდება ნატრიუმის მონოურატის კრისტალების ვიზუალიზაცია, რომელთაც ნემსის ფორმა აქვს და უარყოფითი ორმაგი სხივტეხვით ხასიათდება(ლურჯი ფილტრის ფონზე ყვითელი ან წითელი ნათება)
ფსევდოპოდაგრის(პიროფოსფატური ართროპათია) არსებობის შემთხვევაში პოლარიზაციული მიკროსკოპიის დროს ვიზუალიზდება რომბის ფორმის მქონე კალციუმის პიროფოსფატის კრისტალები, რომლებიც დადებითი ორმაგი სხივტეხვით გამოირჩევა(წითელი ფილტრის ფონზე ცისფერი ნათება )

For emergency cases        ( +995 32) 234-81-19