Open/Close Menu კლინიკური მედიცინის ს-კ ინსტიტუტი

სისხლში ჰორმონების განსაზღვრა- მალუთეინიზებელი LH , ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონი FSH, კორტიზოლი CORT, ტესტოსტერონი TESTOS, პროლაქტინი PROL, განისაზღვროს მენსტრუალური ციკლის 2-4 დღეს., პროგესტერონი PROG – ციკლის 22-24 დღეს, დილით, მოსვენებული ძილის შემდეგ, მშვიდ მდგომარეობაში, ჰორმონული პრეპარატების მიღებამდე. ასეთ დროს სასურველია პაციენტი კლინიკაში მოვიდეს არაუგვიანეს დილის 9 საათისა.
ბაზალური ინსულინისა და C პეპტიდის განსაზღვრა – აუცილებელია უზმოზე

ონკოლოგიური მარკერების განსაზღვრა – კარცინოემბრიონულ ანტიგენზე CEA სისხლის აღების წინ არ არის რეკომენდებული მოწევა. PSA- პროსტატის სპეციფიური ანტიგენი არ განისაზღვრება პროსტატის მასაჟს ან დაუშვათ ცხენზე ჯირითის შემდეგ.

სისხლის კვლევა სხვადასხვა ინფექციებზე- აუცილებელია გათვალისწინებული იყოს დაინფიცირების დრო და ორგანიზმის იმუნური ძალების მდგომარეობა, ვინაიდან შესაძლებელია ცრუ უარყოფითი შედეგის მირება. საეჭვო სიტუაციაში კი რეკომენდებულია კვლევის განმეორება.

ტროპონინი I,T განსაზღვრა – სისხლი მიწოდებული უნდა იყოს ლაბორატორიაში აღებიდან 1 საათის განმავლობაში

ელექტროლიტების NA+, K+, CA+, CL განსაზღვრა- სისხლი უნდა მიეწოდოს ლაბორატორიას აღებიდან მაქსიმალურად ოპერატიულად.

For emergency cases        ( +995 32) 234-81-19