Open/Close Menu კლინიკური მედიცინის ს-კ ინსტიტუტი

დილის შარდი – საჭიროა შარდის საერთო ანალიზისათვის. ამ დროს გროვდება ძილის შემდეგ გამოყოფილი დილის შარდი. შეგროვება სასურველია მოხდეს ჰიგიენური პროცედურების ჩატარების შემდეგ. ლაბორატორიაში ანალიზის ჩაბარება ხორციელდება სპეციალურ ერთჯერად კონტეინერში, რომელიც წინასწარ გაიცემა ლაბორატორიის მიერ ან რომლის შეძენაც შესაძლებელია აფთიაქში. მოგროვილი შარდის მიტანა ლაბორატორიამდე უნდა მოხდეს 1 სთ განმავლობაში. ეს პირობა განსაკუთრებით უნდა იქნას დაცული ზაფხულში, მაღალი ტემპერატურის დროს. შარდის ჩაბარება არ არის მიზანშეწონილი მენსტრუალური ციკლის დროს. გამოკვლევა უნდა ჩატარდეს ციკლის დამთავრებიდან 2 დღის შემდეგ.
შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა – შარდის შუა ულუფა უნდა იქნას აღებული სპეციალურ სტერილურ კონტეინერში შესაბამისი ჰიგიენური პროცედურების აუცილებელი ჩატარების შემდეგ. გამოკვლევა უმჯობესია ჩატარდეს ანტიბაქტერიული თერაპიის დაწყებამდე ან კურსებს შორის. მასალა უნდა მიეწოდოს ლაბორატორიას არაუგვიანეს 1 საათისა, სხვა შემთხვევაში მიტანამდე მოთავსდეს მაცივარში.
დღე-ღამის შარდი კრეატინინის კლირენსის განსაზღვრისათვის –
შარდი გროვდება ზემოთაღნიშნული წესით. ბოლო ულუფის აღებიდან არაუგვიანეს 1 საათისა პაციენტი უნდა მივიდეს ლაბორატორიაში, რათა აღებული იქნას სისხლში კრეატინინი. ამ შემთხვევაშიც აუცილებელია შეგროვილი შარდის რაოდენობის აღრიცხვა პაციენტის მიერ.

For emergency cases        ( +995 32) 234-81-19