Open/Close Menu კლინიკური მედიცინის ს-კ ინსტიტუტი

ხახის, პირის ღრუს, ყურისა და ცხვირის ნაცხის ბაქტერიოლოგიური კვლევა
ხახისა და პირის ღრუს ნაცხის აღების წინ არ შეიძლება პირის ღრუს დამუშავება ანტიბაქტერიული საშუალებებით. ცხვირის ნიჟარებიდან ნაცხის აღების წინ არ შეიძლება ნაზალური (ცხვირში ჩასაწვეთებელი) საშუალებების გამოყენება, ყურის წვეთების გამოყენება. ხახისა და პირის ღრუს ნაცხის აღება რეკომენდებულია უზმოზე ან ჭამიდან 2 საათის შემდეგ. სპეციალური ტამპონით აღებული მასალა მიტანილი უნდა იყოს ლაბორატორიაში აღებიდან 1 საათის განმავლობაში. ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა რეკომენდებულია ჩატარდეს ანტიბიოტიკის მიღების დაწყებამდე.
გამოკვლევა ჰელმინთებსა და უმარტივესებზე
მასალის აღება ხდება სპეციალური კონტეინერის კოვზით, რომელსაც წინასწარ იძლევა ლაბორატორია. მახვილას აღმოსაჩენად არ უნდა იყოს ჩატარებული პირადი ჰიგიენა. ბამბის ტამპონი თავსდება უკანა ტანში მთელი ღამის განმავლობაში. დილით ეს ტამპონი თავსდება უკანა ტანში მთელი ღამის განმავლობაში. დილით ეს ტამპონი თავსდება სპეციალურ, წინასწარ აღებულ სინჯარაში და მიიტანება ლაბორატორიაში.
სხვა ჭიის კვერცხის გამოსაკვლევად განავალი თავსდება კონტეინერში და სწრაფად უნდა ჩაბარდეს ლაბორატორიას.
გამოკვლევა ფარულ სისხლდენაზე
ცრუ დადებითი შედეგის თავიდან ასაცილებლად გამოკვლევამდე 2-3 დღე პაციენტმა არ უნდა მიიღოს რიგი მედიკამენტები (რკინის პრეპარატები), საკვები (ხორცი, თევზი, კვერცხი, პამიდორი, ჭრხალი, ვაშლი, ბროწეული).

For emergency cases        ( +995 32) 234-81-19