Open/Close Menu კლინიკური მედიცინის ს-კ ინსტიტუტი

ხელმძღვანელი პათანატომი–მედიცინის დოქტორი  ლალი წივწივაძე

განყოფილება აღჭურვილია თანამედროვე LEICA-ს ფირმის აპარატურით და ციფრული მიკროსკოპებით:

მიკროსკოპი OLYMPUS BX 43

მიკროსკოპი NICON ECLIPSE CI

იმუნოჰისტოქიმიური კვლევის აპარატი LEICA BOND MAX

სრულად ავტომატიზირებული მიკროტომი LEICA RM 2255 MICROTOME

ქსოვილების გამტარი პროცესორი LEICA ASP 6025

აპარატი სასწრაფო კვლევებისათვის DIAPATH

 

პათომორფოლოგიურ განყოფილებაში ტარდება:

 

ოპერაციული და ბიოფსიური (მათ შორის ექსპრესბიოფსიური), ციტოლოგიური მასალის გამოკვლევა ზოგადი მორფოლოგიური, იმუნოჰისტოქიმიური, in situ ჰიბრიდიზაციის და PAP მეთოდების გამოყენებით.

 

პათომორფოლოგიური ლაბორატორიის მუშაობის ძირითადი მიმართულებებია:

სხვადასხვა ორგანოებისა და სისტემების პათოლოგიური პროცესების

სიცოცხლის დროინდელი მორფოლოგიური დიაგნოსტიკა.

კლინიკო-ანატომიური ანალიზი

პროცესების პროგნოზული შეფასება

 

იმუნოჰისტოქიმიური კვლევა ტარდება LEICA-ს ფირმის AUTOSTAINER BOND MAX-ის საშუალებით. ანტისხეულების ფართო სპექტრის გამოყენებით. აღნიშნული მეთოდით ხდება:

სიმსივნის ჰისტოგენეზის დაზუსტება.

პირველადი კერის დადგენა მეტასტაზური დაზიანების მიხედვით.

სიმსივნის ანაპლაზიის ხარისხის განსაზღვრა

იმუნოფენოტიპის განსაზღვრა ლიმფოპროლიფერაციული დაავადებების დროს

ესტროგენისა და პროგესტერონის რეცეპტორების და ონკოგენ C-erbB-2/Her-

2/new განსაზღვრა ძუძუს კიბოს შემთხვევებში.

სიმსივნური ქსოვილის მგრძნობელობის დადგენა ჰორმონალური და

ქიმიოთერაპიული პრეპარატების მიმართ.

 

პათომორფოლოგიური ლაბორატორიის უპირატესობები:

– შესრულებული სამუშაოს სიზუსტე და ოპერატიულობა

– თანამედროვე უახლესი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა

– გამოცდილი მაღალკვალიფიციური პათომორფოლოგების და ლაბორანტების

ჯგუფი

– პათომორფოლოგიური კვლევების ფართო სპექტრი, სხვადასხვა დაავადებების

დიაგნოსტირებისათვის

– იმუნოჰისტოქიმიური აპარატი LEICA-ს ფირმის AUTOSTAINER BOND MAX

– დოკუმენტაციის და ქსოვილოვანი ნიმუშების არქივი, რომელიც აუცილებლობის

შემთხვევაში გამოიყენება შედარებითი ანალიზისათვის

– ციფრული მიკროსკოპია იძლევა მიკროფოტოგრამების შენახვის, ხოლო

საჭიროების შემთხვევაში ინტერნეტის ქსელის საშუალებით მათი გაგზავნის

შესაძლებლობას ევროპისა და ა.შ.შ წამყვან კლინიკებში

– თანამედროვე მიკროტომ-კრიოსტატი იძლევა ქსოვილების -40C -მდე გაყინვის

და 5-7მკმ ანათლების აღების საშუალებას რაც მაქსიმალურად უზრუნველჰყოფს

სასწრაფო ჰისტომორფოლოგიური დასკვნის სიზუსტეს და დამაჯერებლობას.

– თანამედროვე აპარატურა, გამოცდილი კადრი ასევე ის, რომ

პათომორფოლოგიური ლაბორატორია არსებობს უშუალოდ ჩვენს ინსტიტუტში

იძლევა დროის ეკონომიის საშუალებას:

– ექსპრესს კვლევა 15 წუთი

– ბიოფსიური მასალის კვლევის შედეგები 1-2 დღე

– ოპერაციული მასალის კვლევის შედეგები 3-5 დღე

For emergency cases        ( +995 32) 234-81-19