
ხელმძღვანელი მედიცინის დოქტორი თინათინ შენგელაია
აღჭურვილია Topcon-ის ბიომიკროსკოპით, ოფთალმომეტრით, უკონტაქტო ტონომეტრით, კომპიუტერული დიოპტრიმეტრით. ეგზოფთალმომეტრით, პროექტორით, Grand Seiko-ს აუტორეფრაქტომეტრით, სათვალის მინების ნაკრებით, TOMEY-ის კომპიუტერული პერიმეტრით და ოფთალმოსკოპებით.
განყოფილებაში ტარდება:
• რეფრაქციის ანომალიათა კორექცია Bausch Lomb-ის, Cooper Vision-ის, Ciba Vision-ის, Ocular Sciences-ის კონტაქტური ლინზებით
• ოფთალმოლოგიურ პათოლოგიათა გამოვლენა და მკურნალობა ნევროლოგიურ, ნეიროქირურგიულ, ანგიოლოგიურ და ონკოლოგიურ დაავადებათა დროს.
• მხედველობის ველის გამოკვლევა კომპიუტერული პერიმეტრით სხვადასხვა პათოლოგიათა დროს.