Open/Close Menu კლინიკური მედიცინის ს-კ ინსტიტუტი

ხელმძღვანელი – თამარ ჭითანავა მედიცინის დოქტორი

 

განყოფილება აღჭურვილია STORZ-ის უახლესი თაობის ენდოლაპარასკოპიული ნაკრებით გინეკოლოგიური ჩარევებისთვის. ჰისტეროსკოპიული და ზოგად გინეკოლოგიური ნაკლებად ინვაზიური ოპერაციებისთვის საჭირო თანამედროვე ქირურგიული ინსტრუმენტებით, ულტრაბგერითი დანით “HARMONIC”, საკოაგულაციო სისტემით “LIGASURE” და ლაზერული დანადგარით.

განყოფილებაში ტარდება:

• ლაპარასკოპიული გინეკოლოგიური დიაგნოსტიკა.

• ლაპარასკოპიული ჩარევები საშვილოსნოს, საკვერცხეების, საშვილოსნოს მილების და მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა პათოლოგიების დროს.

• ჰისტეროსკოპიული დიაგნოსტიკა და ქირურგიული ჩარევები.

• რადიკალური ჰისტერექტომია მუცლის კვეთის, საშოს-მხრივი და ლაპარასკოპიული მიდგომით.

• გაფართოებული ჰისტერექტომია ვერტჰაიმის მეთოდით.

• ქირურგიული პლასტიკა და პროთეზირება გენიტალური პროლაფსისა და შარდის შეუკავებლობის დროს.

• საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

For emergency cases        ( +995 32) 234-81-19