Open/Close Menu კლინიკური მედიცინის ს-კ ინსტიტუტი

ხელმძღვანელი – დოდო აგლაძე

ლაბორატორია აღჭურვილია:

უახლესი თაობის 3500  Series Genetic Analyzer (Life

technologiesTM), 7500 RT-PCR System (Life TechnologiesTM),

SimmpliAmpTM Thermal Cycler (Life TechnologiesTM)

აპარატურით.

3500-Series Genetic Analyzer (Life technologiesTM)-ის

აპარატი, კაპილარული ელექტროფორეზის ტექნოლოგიის

საშუალებით განსაზღვრავს ადამიანის დნმ-ის ნუკლეოტიდურ თანმიმდევრობას, ანუ

ახდენს გენის სექვენირებას.

მოცემული მეთოდი ფართოდ გამოიყენება მთელ მსოფლიოში, რადგან მისი საშუალებით

დგინდება გენეტიკური მუტაციები და ადამიანის წინასწარგანწყობა სხვადასხვა სახის

ავთვისებიანი სიმსივნეების მიმართ, როგორიცაა სარძევე ჯირკვლის, კოლორექტული,

ფილტვის, საკვერცხეების, საშვილოსნოს ყელის, ფარისებრი ჯირკვლისა და სხვ., BRAF,

BRCA1, BRCA2, CDC73, CDH1, CDK4, KRAS, NRAS და სხვა გენების სექვენირების მეთოდით.

სიმსივნეების მიმართ წინასწარგანწყობის დადგენა მნიშვნელოვანია დაავადების

პრევენციისთვის, რადგან ეს მეთოდი უზრუნველჰყოფს კიბოს მკურნალობას მის

გამოვლენამდე ან მის გამოვლენას ადრეულ სტადიაში.

გენეტიკური ტესტირების ჩვენებაა:

• კვლევის ჩატარება იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ გენეტიკურ

მუტაციებთან ასოცირებული სიმსივნეები.

• კვლევის ჩატარება დაავადებული პაციენტების ოჯახის წევრებში.

• კვლევის ჩატარება ოჯახური ანამნეზით დატვირთულ პაციენტებში, რომლებსაც

კიბოსადმი წინასწარგანწყობა არ დაუდასტურდათ წინა კვლევებში.

დნმ-ის სექვენირების (გაშიფვრის) მეთოდით მუტაციის დადგენა საშუალებას გვაძლევს

მიზანმიმართულად გამოვიყენოთ კონკრეტულად ამ მუტაციების წინააღმდეგ შექმნილი

ულტრათანამედროვე ტარგეტული პრეპარატები.

For emergency cases        ( +995 32) 234-81-19