Open/Close Menu კლინიკური მედიცინის ს-კ ინსტიტუტი

აკად.ფ თოდუას სამედიცინო ცენტრის რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტში რადიოთერაპიული მკურნალობა სუნთქვასთან სინქრონიზაციით წარიმართება.

ამგვარი რადიოთერაპია წარმატებით გამოიყენება ფილტვის პერიფერიული ავთვისებიანი დაავადების, სარძევე ჯირკვლის ოპერაციული მკურნალობის შემდგომი პროფილაქტიკური დასხივებისა და სხვა სიმსივნური პათოლოგიების მკურნალობის დროს.

აღნიშნული მეთოდის სხივურ თერაპიასთან კომბინაციით შესაძლებელია დასხივების მართვა სუნთქვის ციკლის მიხედვით. დასხივება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც სიმსივნური წარმონაქმნი მაქსიმალურად შორს მდებარეობს ჯანმრთელი ორგანოდან – მაგალითად გულისგან.

მეთოდის გამოყენების მიზანი მოგვიანებითი კარდიოტოქსიურობის/გულის იშემიური დაავადებების რისკის მინიმუმამდე შემცირებაა. ასევე კლებულობს პულმონიტებისა და ეზოფაგიტების რისკი.

For emergency cases        ( +995 32) 234-81-19