კლინიკური მედიცინის ინსტიტუტი ქვეყნის წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი სამედიცინო დაწესებულებაა სამეცნიერო კვლევების მართვის უდიდესი გამოცდილებით. ინსტიტუტის ბაზაზე მუდმივად მიმდინარეობს სამეცნიერო და კლინიკური კვლევები, მუშავდება და კლინიკურ პრაქტიკაში ინერგება ახალი ტექნოლოგიები, კვლევისა და მკურნალობის მეთოდიკები. ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევით მუშაობას კოორდინაციას უწევს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია. ინსტიტუტის სამეცნიერო საქმიანობას წარმართავს სამეცნიერო საბჭო. სამეცნიერო მუშაობის ძირითადი მიმართულებაა დაავადებათა ადრეული კომპლექსური დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ინსტიტუტის ბაზაზე ფუნქციონირებს საქართველოს რამდენიმე პროფესიული (სამედიცინო) ასოციაცია: საქართველოს რადიოლოგთა ასოციაცია, საქართველოს ქირურგთა ასოციაცია, საქართველოს ენდოსკოპისტთა ასოციაცია.
წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგები მოხსენებულია 200-ზე მეტ საერთაშორისო კონგრესებსა და კონფერენციებზე როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ – ევროპაში, აშშ, დსთ ქვეყნებში. ინსტიტუტს აქვს კლინიკური კვლევების მართვის უდიდესი გამოცდილება, მონაწილეობს საერთაშორისო კვლევებში.

არსებობის მანძილზე ინსტიტუტის კოლექტივის მიერ მიღწეულია შემდეგი წარმატებები:
დაცულია 56 საკანდიდატო და 16 სადოქტორო დისერტაცია, 21 გამოგონებაზე მიღებულია პატენტი, მომზადებულია 300ზე მეტი ექიმი რადიოლოგი, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოღვაწეობენ.
მიღებულია 3 სახელმწიფო, 5 ეროვნული და  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 9 სახელობითი პრემია

საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერების დარგში
საქართველოს ეროვნული პრემია მეცნიერების დარგში
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სახელობითი პრემიები

კლინიკური მედიცინის ინსტიტუტის არსებობის მანძილზე ჩატარებული კვლევების შედეგები გამოქვეყნებულია 3000–ზე მეტ სამეცნიერო ნაშრომსა და 9 მონოგრაფიაში

კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ეგიდით ყოველწლიურად ტარდება სამეცნიერო კონფერენციები და სიმპოზიუმები. სამეცნიერო ფორუმები ეძღვნება სხვადასხვა თემატიკებს, სადაც შუქდება მეცნიერებისა და ტექნიკის უკანასკნელი მიღწევები, კლინიკური გამოცდილების გაზიარება, სამეცნიერო კვლევის შედეგების დემონსტრირება, პირდაპირი ტრანსლაცია საოპერაციოდან და ა.შ. ჩატარდა საქართველოს რადიოლოგთა I, II და III საერთაშორისო კონგრესები (1997, 2003, 2010, 2012, 2013) და საერთაშორისო კონფერენციები

კლინიკური მედიცინის ინსტიტუტში მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. სწავლებას ატარებენ მაღალკვალიფიციური, მაღალპროფესიული კლინიცისტები და პედაგოგები. ინსტიტუტის პროფილისა და სამკურნალო და სამეცნიერო კვლევების ფართო დიაპაზონი ოპტიმალურ პირობებს ქმნის სწავლების პროცესის წარმატებული წარმართვისათვის. ინსტიტუტი საუნივერსიტეტო კლინიკაა. მის ბაზაზე ფუნქციონირებს: — ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო რადიოლოგიისა და ენდოსკოპიის დეპარტამენტი. — თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო რადიოლოგიის დეპარტამენტი. — რეზიდენტურის პროგრამა რადიოლოგიაში და დოქტორანტურა. –კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის სასწავლო ცენტრი.

სხვადასხვა წლების განმავლობაში მიღწეული მიღწევებისათვის ინსტიტუტის 6 თანამშრომელი დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, 9 თანამშრომელი ღირსების მედლით.