Open/Close Menu კლინიკური მედიცინის ს-კ ინსტიტუტი

მიმართულების ხელმძღვანელი  – ქეთევან ბაქანიძე

„ბრაქითერაპია“  ანუ „კონტაქტური რადიოთერაპია“  სხივური თერაპიის ერთ-ერთი მიმართულებაა, რაც გულისხმობს სიმსივნესთან რადიოაქტიური წყაროს მაქსიმალურად  ახლოს მოთავსებას  სათანადო აღჭურვილობით  ე.წ. „აპლიკატორებით’.

ბრაქითერაპია, როგორც მკურნალობის მაღალეფექტური მეთოდი, მსოფლიოში ფართოდ გამოიყენება. ამ ტექნოლოგიის უპირატესობა მდგომარეობს იმაში,  რომ სამიზნე მოცულობასთან  რადიოაქტიური წყაროს უშუალოდ მიტანით ხდება სიმსივნური წარმონაქმნის  რადიკალურად მაღალი დოზით დასხივება;  ამავდროულად, ირგვლივ არსებული ჯანმრთელი ქსოვილები მაქსიმალურადაა დაცული.

ტექნოლოგიურმა წინსვლამ განაპირობა ის, რომ ამჟამად ბრაქითერაპია ფართოდ გამოიყენება  კანის, ქალის სასქესო ორგანოების, წინამდებარე ჯირკვლის, სარძევე ჯირკვლის, თავ-კისრისა და საყლაპავის ავთვისებიანი სიმსივნეების სამკურნალოდ.

კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ბრაქითერაპიის  განყოფილება Varian- ის ფირმის Gammamedplus iX  აპარატის საშუალებით  ონკოლოგიურ პაციენტებს ამ ტიპის მომსახურების სრულ პაკეტს სთავაზობს.

For emergency cases        ( +995 32) 234-81-19