Open/Close Menu კლინიკური მედიცინის ს-კ ინსტიტუტი

აკად.ფ თოდუას კლინიკის ინტერვენციული რადიოლოგიის დეპარტამენტში დამონტაჟდა გამოსახულების მაღალი ხარისხით გამორჩეული უახლესი თაობის ექსპერტული კლასის ულტრაბგერითი სკანერი Siemens Acuson NX3.

Siemens Acuson NX3-ის თანამედროვე გადამწოდები და ინოვაციური ფუნქციური აღჭურვილობა სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მანიპულაციების ჩატარების მაქსიმალურ სიზუსტეს უზრუნველყოფს.

გარდა სტანდარტული გადამწოდებისა, Siemens Acuson NX3 აღჭურვილია ორგანოების სივრცული გამოსახვის 3D გადამწოდით.

Siemens -ის ექსკლუზიური პროგრამები SieClear და Clarify გამოირჩევა გამოსახულების მაღალი ხარისხით, რეალური დროის რეჟიმშია შეფასებული მაკრო და მიკროვასკულური სტრუქტურები; ვიზუალიზაცია სისხლძარღვის კედელსა და მიმდებარე ორგანოებს შორის მკაფიოა.

Acuson NX3 -ის ყველა გადამწოდს სპეციალური საპუნქციო საშუალებები გააჩნია, რაც განაპირობებს მანიპულაციის მაღალ დიაგნოსტიკურ სიზუსტეს.

სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით დიდი მოცულობის ორგანოებისა და წარმონაქმნების კვლევა ხდება მაღალი ხარისხით.

ორგანოებისა და წარმონაქმნების კონტურების გაუმჯობესებული ვიზუალიზაცია მიღწეულია არტეფაქტების მაქსიმალური შემცირებით.

For emergency cases        ( +995 32) 234-81-19