Open/Close Menu კლინიკური მედიცინის ს-კ ინსტიტუტი

თოდუას კლინიკაში დამონტაჟებულ ფირმა Siemens-ის 3 ტესლიან აპარატს Magnetom Verio-ს შეემატა ბოლო თაობის მეორე 3 ტესლიანი მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფი Magnetom Skyra. კავკასიაში 3 ტესლიან მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფებზე მხოლოდ ჩვენს კლინიკაში არის შესაძლებელი კვლევების ჩატარება. Magnetom Skyra მეხუთე მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია ჩვენს ინსტიტუტში ! ფირმა SIEMENS-ის MAGNETOM SKYRA 3.0 ტესლა სიმძლავრის მქონე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია! MAGNETOM SKYRA 4G ტექნოლოგიაზე დაფუძნებული უახლესი თაობის ტომოგრაფია, რომელიც აღჭურვილია სრული ტექნოლოგიური პაკეტებითა და კვლევის უახლესი რეჟიმებით. აღნიშნული აპარატი გამოირჩევა ზუსტი გამოსახულებითა და უსწრაფესი ვიზუალიზაციით . ეს აპარატი საუკეთესოა ნევროლოგიური, ორთოპედიული, კარდიოლოგიური, მთლიანი ორგანიზმის, პედიატრიული, ანგიოგრაფიული, ონკოლოგიური და გინეკოლოგიური დაავადებების გამოვლენისთვის. სხვა მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიებთან შედარებით გამოსახულება გაუმჯობესებულია 50%-ით. აპარატი აღჭურვილია პერფუზიისა და დიფუზიის 4G რეჟიმებით. Magnetom Skyra თავის ტვინის სპექტროსკოპიული და ტრაქტოგრაფიული კვლევების ჩატარების საშუალებას იძლევა. აგრეთვე სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფოთ Liver Lab ხდება ღვიძლის სტრუქტურების უფრო დეტალური შესწავლა, კონტრასტირების გარეშე დგინდება ესა თუ ის პათოლოგიური პროცესი. აღნიშული აპარატი გამოირჩევა სპეციალური პედიატრიული პროგრამული უზრუნველყოფით, რომელიც ულტრათანამედროვე მეთოდებით პედიატრიული პაციენტების ორგანიზმის ანატომიური და ფუნქციური მაჩვენებლების შესწავლის საშუალებას გვაძლევს . აპარატის სპეციალური პროგრამებით შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ სუნთქვითი და მოძრაობითი არტეფაქტები. Magnetom Skyra მსოფლიოში ყველაზე ნაკლებად ხმაურიანი მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია. სხვა ტომოგრაფებთან შედარებით ხმაური შემცირებულია 70%-ით. აპარატის ფართე და მოკლე გვირაბი აღჭურვილია სპეციალური განათებითა და ძალზედ კომფორტულია მძიმე წონიანი და კლაუსტროფობიის მქონე პაციენტებისათვის.

For emergency cases        ( +995 32) 234-81-19