Open/Close Menu კლინიკური მედიცინის ს-კ ინსტიტუტი

ახალი დიაგნოსტიკური მეთოდია გულის მკვებავი (კორონარული) არტერიების დაავადებების დიაგნოსტირებისათვის.
კტ კორონაროგრაფიის დროს ხდება ვენაში კონტრასტული ნივთიერების შეყვანა. გამოკვლევა მიმდინარეობს ელექტროკარდიოგრაფიული სინქრონიზაციით.    პროცედურა გრძელდება 5 წუთი. მეთოდი საშუალებას გვაძლევს მივიღოთ მაღალი ხარისხის  ორ და სამგანზომილებიანი სურათები. ფასდება კორონარულ არტერიებში რბილი (ცხიმოვანი) და კალციფიცირებული ათეროსკლეროზული ფოლაქების ვიზუალიზაცია, რაც იწვევს სისხლძარღვის სანათურის შევიწროვებას.
აღნიშნული კვლევა ჩვენს კლინიკაში ტარდება ბოლო თაობის კომპიუტერულ ტომოგრაფზე AQUILION ONE -640 შრე (ფირმა TOSHIBA) რომლის ანალოგი პოსტ-საბჭოთა სივრცეში არ არსებობს.
განსხვავებით ინვაზიური კორონაროგრაფიისაგან კტ კორონაროგრაფია არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას, შესაბამისად არ ახასიათებს გართულებები.
გამოკვლევა არაინვაზიურია და წარმოადგენს დიაგნოსტიკურ მეთოდს, რომლის მიხედვითაც ხდება  სტენტირებისა თუ შუნტირების ოპერაციის ჩატარების აუცილებლობის დადგენა. აგრეთვე  შესაძლებელია ზემოთ აღნიშნული პროცედურების შემდგომი მდგომარეობის შეფასება.

For emergency cases        ( +995 32) 234-81-19