Open/Close Menu ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი

ხელმძღვანელი – ეროვნული პრემიის ლაურეატი,  მედიცინის დოქტორი გიორგი წივწივაძე

აღჭურვილია ფირმა SIEMENS -ის მრავალშრიანი კომპიუტერული ტომოგრაფებით “Somatom Sensation-64” და “Somatom Definition EDGE”, ფირმა Toshiba- ს მრავალშრიანი კომპიუტერული ტომოგრაფი ” AQUILION ONE-640″. მონოპოლარული რადიოსიხშირული აბლაციის აპარატით “RITA”.

განყოფილებაში ტარდება:

• თავის ტვინის, ქალა ძვლების, გულმკერდის, მუცლის ღრუს და მცირე მენჯის ორგანოთა, ხერხემლის სვეტის და კიდურების პათოლოგიათა კომპიუტერულ-ტომოგრაფიული დიაგნოსტიკა.

• თავის ტვინის პერფუზიის შესწავლა.

• ფილტვის კეროვანი დაზიანებების აღმოჩენა სპეციალური პროგრამით.

• მრავალშრიანი კომპიუტერულ-ტომოგრაფიული ანგიოგრაფია: აორტისა და ინტრაკრანიული არტერიების განვითარების ანომალიების და ანევრიზმების, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის, თირკმლის, საძილე და კიდურების არტერიების სტენოზის და ოკლუზიის, მსხვილი ვენების თრომბების გამოსავლენად.

• ღვიძლში არტერიო-პორტული შუნტების გამოვლენა; სიმსივნური წარმონაქმნების მკვებავი და მიმდებარე სისხლძარღვების შესწავლა.

• სანაღვლე გზების პათოლოგიების შესწავლა მრავალშრიანი კომპიუტერული ტომოგრაფიის, (სამგანზომილებიანი რეკონსტრუქციებით) და ენდოსკოპიური რეტროგრადული ქოლანგიოპანკრეატოგრაფიის ერთობლივი გამოყენებით.

• ვირტუალური ბრონქოსკოპია და კოლონოსკოპია სპეციალური პროგრამების გამოყენებით.

• მრავალშრიანი კომპიუტერულ ტომოგრაფიული კორონაროგრაფია, კორონარულ არტერიებში გაკირული ათეროსკლეროზული ფოლაქების გამოვლენა, გულის პარკუჭების ფუნქციური მდგომარეობის შეფასება.

• ოსტეოდენსიტომეტრია ოსტეოპოროზის გამოსავლენად და ხარისხის დასადგენად.

• სადიაგნოსტიკო პუნქციური ბიოფსია შემდგომი ციტოლოგიური და ჰისტოლოგიური კვლევისათვის.

• თირკმელზედა ჯირკვლის პუნქცია და ღვიძლის, პანკრეასისა და თირკმელზედა ჯირკვლების კისტებში მასკლეროზირებელი ნივთიერებების შეყვანა კომპიუტერული ტომოგრაფიის კონტროლით.

• ღვიძლის არაოპერაბელური (პირველადი სიმსივნეებისა და მეტასტაზების) წარმონაქმნების, ძვლოვან სისტემაში და ფილტვში არსებული მეტასტაზური დაზიანებების მკურნალობა მონოპოლარული რადიოსიხშირული აბლაციის საშუალებით.

განყოფილების სამეცნიერო მიმართულებები: — მრავალშრიანი კომპიუტერული ტომოგრაფიის როლი ქვედა კიდურების არტერიების მაობლიტირებელი დაავადებების შეფასებაში; — მრავალშრიანი კომპიუტერული ტომოგრაფიის დიაგნოსტიკური ღირებულების შეფასება ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის, კორონარული არტერიების პათოლოგიათა დიაგნოსტიკაში; — მრავალშრიანი კომპიუტერული ტომოგრაფიის როლი კისრის არტერიების პათოლოგიათა შეფასებაში; — თავის ტვინის პერფუზიული კვლევა ნორმისა და სხვადასხვა პათოლოგიათა დროს.

გიორგი წივწივაძე მედიცინის დოქტორი კომპიუტერული ტომოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი
ეროვნული პრემიის ლაურეატი

1994 წლიდან მუშაობს კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, კომპიუტერული ტომოგრაფიის განყოფილებაში. 2002 წლიდან არის კომპიუტერული ტომოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი. 1997 წელს მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. გამოქვეყნებული აქვს 128 სამეცნიერო ნაშრომი. 1996, 1997 და 2000 წლებში სტაჟირება გაიარა გრაცის (ავსტრია), ათენის (საბერძნეთი) საუნივერსიტეტო კლინიკებში. მუდმივად მონაწილეობს საერთაშორისო კონგრესებსა და სიმპოზიუმებში (ავსტრია, ჩეხეთი, ჰოლანდია, ამერიკის შეერთებული შტატები, მოსკოვი).
არის საქართველოს და ევროპის რადიოლოგთა ასოციაციების წევრი.
2011 წელს მიენიჭა ეროვნული პრემია მეცნიერების დარგში.

For emergency cases        ( +995 32) 234-81-19