Open/Close Menu კლინიკური მედიცინის ს-კ ინსტიტუტი

განყოფილების ხელმძღვანელი მედიცინის დოქტორი თამარ რუხაძე

მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით

და მოწინავე ტექნოლოგიების

გამოყენებით მზადაა მედიცინის უახლესი

მიღწევების საფუძველზე პაციენტებს ჩაუტაროს

ხარისხიანი სამედიცინო მომსახურეობა.

განყოფილების მულტიდისციპლინურ გუნდში

ჩართული არიან: მაღაკლვალიფიციური

დიაგნოსტები, კლინიკური ონკოლოგები,

მორფოლოგები, ქირურგები, რადიოლოგები,

ფიზიოთერაპევტი და ტკივილის მართვისა და

პალიატიური მზრუნველობის საერთაშორისო

ექსპერტი.

მხოლოდ კლინიკური მედიცინის სამეცნიერო

კვლევით ინსტიტუტშია შესაძლებელი ონკოლოგიურ

დაავადებათა გენეტიკური ანალიზის

ჩატარება და მის საფუძველზე დამიზნებითი

თერაპიისდაგეგმვა, რაც მსოფლიოში

დღესდღეობით ონკოლოგიურ დაავადებათა წარმატებით მკურნალობის საწინდარია.

კლინიკური ონკოლოგიის განყოფილებაში პაციენტებს სტაციონარულ პირობებში

საშუალება აქვთ ჩაიტარონ ქიმიო-, იმუნო-, ჰორმონო- თერაპია როგორც მონო, ასევე

პოლიქიმიო თერაპიის სახით და სხივურ თერაპიასთან კომბინაციაში.

სტაციონარული მომსახურეობა საშუალებას იძლევა მკურნალობა წარიმართოს

მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალთა მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, რაც

მნიშვნელოვნად ამცირებს მოსალოდნელ გართულებებს და ხელს უწყობს რთული

დაავადების მკურნალობის დაძლევაში. სტაციონარის პირობებში – პაციენტებს უტარდებათ

მაღალხარისხიანი მკურნალობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უახლესი

კლინიკური რეკომენდაციების და პროტოკოლების მიხედვით.

მხოლოდ კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტშია შესაძლებელი

პაციენტებმა მიზანმიმართულ ონკოლოგიურ მკურნალობასთან ერთად ჩაიტაროს

დამხმარე – შემანარჩუნებელი თერაპია და გაიარონ პოსტ ქიმიოთერაპიული თუ სხივური

თერაპიის შემდგომი რეაბილიტაცია, ტკივილის მართვა და სიმპტომური თერაპია.

ინსტიტუტში არსებული უახლესი დიაგნოსტიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული

კვლევები საშუალებას აძლევსმაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა მულტიდისცილინურ

გუნდს მუდმივად განიხილოს დინამიურ რეჟიმში და შეაფასოსპაციენტთა მდოგმარეობა.

განყოფილებაში ტარდება ყოვლკვირეული განხილვა – კონსილიუმი, სადაც ხდება

პაციენტთა მდგომარეობის შეფასება სხვადასხვა პროფესიონალთა მონაწილებით.

კლინიკური ონკოლოგიის განყოფილების პროფესიონალები ჩართული არიან სხვადასხვა

სამეცნიერო კვლევაში და მუდმივად მონაწილეობენ მსოფლიოს საერთაშორისო სამეცნიერო

თუ პრაქტიკულ კონფერენციებსა თუ ფორუმებში.

For emergency cases        ( +995 32) 234-81-19