Open/Close Menu კლინიკური მედიცინის ს-კ ინსტიტუტი

მიხეილ დავიდოვი- აკადემიკოსი, ონკოლოგი, პროფესორი, რუსეთის სამეცნიერო ონკოლოგიური ცენტრის დირექტორი, 2006-2011 რუსეთის სამედიცინო აკადემიის პრეზიდენტი და პრეზიდიუმის წევრი, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მართვის სამედიცინო ცენტრის მთავარი ონკოლოგი, რუსეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი, მრავალი სამეცნიერო შრომის ავტორი. აღიარებულია მსოფლიოს ვირტუოზ ქირურგად, რომელმაც 14 000 ოპერაცია ჩაატარა. მიხეილ დავიდოვი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრია. ჩვენი ინსტიტუტის დათვალიერების შემდეგ სტუმარმა გამოხატა თავისი აღფრთოვანება ჩვენი ინსტიტუტის უახლესი აღჭურვილობის და სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის მიმართ. ცნობილმა ქირურგმა განაცხადა, რომ ინსტიტუტი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიო კლინიკებს შორის.

For emergency cases        ( +995 32) 234-81-19