Open/Close Menu კლინიკური მედიცინის ს-კ ინსტიტუტი

კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტსა და კომპანია Varian Medical Systems-ს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ბოლო თაობის ბრაქითერაპიული აპარატის -ის ,,Gammamedplus iX“-ის შეძენის შესახებ. ,,ბრაქითერაპია“, ანუ „კონტაქტური რადიოთერაპია“, სხივური თერაპიის ერთ-ერთი მიმართულებაა, რაც გულისხმობს რადიაქტიული წყაროს სიმსივნესთან მაქსიმალურად ახლოს მოთავსებას სათანადო აღჭურვილობით ე.წ. ,,აპლიკატორებით’’. ბრაქითერაპია, როგორც მკურნალობის მაღალეფექტური მეთოდი, ფართოდ გამოყენება მსოფლიოში. ამ ტექნოლოგიის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ რადიაქტიური წყაროს უშუალოდ სამიზნე მოცულობასთან მიტანით გვეძლევა საშუალება რადიკალურად მაღალი დოზით დავასხივოთ სიმსივნური წარმონაქმნი და ამავდროულად მაქსიმალურად დავიცვათ ირგვლივ არსებული ჯანმრთელი ქსოვილები. ტექნოლოგიურმა წინსვლამ განაპირობა ის, რომ დღეს უკვე ბრაქითერაპია ფართოდ გამოიყენება კანის, ქალის სასქესო ორგანოების, წინამდენარე ჯირკვლის, სარძევე ჯირკვლის, თავ-კისრის და საყლაპავის ავთვისებიანი სიმსივნეების სამკურნალოდ. კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტის ბრაქითერაპიის დეპარტამენტი, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყებს ფუნქციონირებას, მზადაა ონკოლოგიურ პაციენტებს შესთავაზოს ამ ტიპის მომსახურების სრული პაკეტი.

For emergency cases        ( +995 32) 234-81-19