Open/Close Menu კლინიკური მედიცინის ს-კ ინსტიტუტი

ხელმძღვანელი-ანი ბარამიძე

კლინიკური კვლევების განყოფილებაში ტარდება კვლევები მედიცინის სხვადასხვა დარგში: ონკოლოგია, ნევროლოგია, კარდიოლოგია, ენდოკრინოლოგია და სხვ.
მიმდინარეობს I, II, III, IV ფაზის კვლევები, რომლებსაც ახორციელებენ GCP სერთიფიკატის მფლობელი კლინიკის წამყვანი სპეციალისტები.
გამოცდილ მკვლევართა გუნდის მიერ ხდება პაციენტების შერჩევა განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით და მიმდინარეობს მათი მონიტორინგი.  ზემოთ ხსენებული პროცედურები  დამტკიცებულია ლოკალური ეთიკური კომისიის მიერ.
პაციენტებსა და ექიმებს შორის არსებული მაღალი დონის კოორდინაცია უზრუნველჰყოფს მსოფლიოში ცნობილი ფარმაცევტული კომპანიების მჭიდრო თანამშრომლობას.
პაციენტებს უტარდებათ შესაბამისი  დიაგნოსტიკური გამოკვლევები (კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია, ექოკარდიოგრაფია, ლაბორატორიული მომსახურება და სხვ.) და უტარდებათ ახალი თაობის მედიკამენტოზური მკურნალობა.
მკურნალობის პერიოდში პაციენტების უსაფრთხოებას  უზრუნველჰყოფს სადაზღვევო კომპანიები და მათი უფლებები დაცულია ლოკალური ეთიკური კომიტეტის მიერ.

კლინიკური კვლევების განყოფილების საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ:   +995 599 117976
ფაქსი:  +995 32 2 353139
ელ–ფოსტა: baramidzeana@gmail.com

For emergency cases        ( +995 32) 234-81-19