Open/Close Menu კლინიკური მედიცინის ს-კ ინსტიტუტი

ხელმძღვანელი- მაია მარტიაშვილი
სამეცნიერო ხელმძღვანელი-პროფესორი მანანა ახვლედიანი

აღჭურვილია ROCHE DIAGNOSTICS-ის, SYSMEX,  HORIBA-ABX-ის, ABBOT-ის RADIOMETER, STAGO,  HUMAN, MOTIC SOLAR-ის აპარატურით: INTEGRA 400 PLUS COBAS MIRA, I-STAT, HUMASED – 20, BA -410 პოლარიზაციული მიკროსკოპი SYSMEX XT-4000i, ABX MICROS, ABX – Pentra – 60,  Start-4, AP-2110(თრომბოციტების აგრეგაციული ფუნქცია ABL80FLEX  რომლებზეც სრულდება 500-ზე მეტი ტესტი.

 

ლაბორატორიაში ტარდება:

 

• ჰემატოლოგიური, კოაგულოლოგიური და ბიოქიმიური გამოკვლევები.

განისაზღვრება ბიოლოგიური სითხეების შემადგენლობა (შარდი, ლიქვორი, სინოვიალური სითხე და სხვ).

 

განისაზღვრება:

 

• სისხლის ფორმიანი ელემენტები, ე.დ.ს-განსაზღვრა ვესტერგრინის მეთოდით ლეიკოციტების ფუნქციურ-მეტაბოლური აქტივობა, რკინის მეტაბოლიზმი.

 

• თრომბინემიის და ფიბრინის სისხლძარღვშიდა დაგროვების პროდუქტები, თრომბოციტულ-სისხლძარღვოვანი ჰემოსტაზის მაჩვენებლები.

 

• ნახშირწყლების, ცილებისა და ლიპიდების მეტაბოლიზმის პარამეტრები, ფერმენტები, ელექტროლიტური ბალანსი, მიკროელემენტები, ფერმენტული ანტიოქსიდანტები, ზოგადი ანტიოქსიდანტური სტატუსი, სისხლის გაზები (ფუძე-მჟავური წონასწრობა), ჰომოცისტეინი, ცისტატინი C.

 

• კუჭის მჟავაწარმომქმნელი და გამანეიტრალებელი ფუნქცია.

 

სამეცნიერო მიმართულება:

 

• გულ-სისხლძარღვთა, ცენტრალური ნერვული სისტემისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პათოლოგიათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის უახლესი ლაბორატორიული ტექნოლოგიების ინფორმაციულობის გამოვლენა.

 

• მონაწილეობა ხარისხის გარე კონტროლის საერთაშორისო სისტემებში Instand (გერმანია), Bio-DEV (იტალია).

ლაბორატორიის ბაზაზე სრულდება სარეზიდენტო და პროფესიული რეაბილიტაციის პროგრამა სპეციალობაში “ლაბორატორიული მედიცინა”

For emergency cases        ( +995 32) 234-81-19