Open/Close Menu კლინიკური მედიცინის ს-კ ინსტიტუტი

ჰომოცისტეინი გოგირდშემცველი ამინომჟავაა, რომელიც მეთიონინისა და ცისტეინის მეტაბოლიზმის შედეგად წარმოიქმება ადამიანის ორგანიზმში.
ჰომოცისტეინის  განსაზღვრა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ისეთი დაავადებების მკურნალობისა და პრევენციისათვის როგორიცაა: ათეროსკლეროზი, თრომბოფილია, ალცჰეიმერისა და გულსისხლძარღვთა სხვადასხვა დაავადებები, იშემიური ინსულტი, მიოკარდიუმის  ინფარქტი, დიაბეტური ანგიოპათია, ოსტეოპოროზი, პოსტმენოპაუზა და სხვ.
მრავალრიცხოვანმა კლინიკურმა კვლევებმა გვიჩვენა, რომ B12 და ფოლიუმის მჟავის ნაკლებობის დროს (B12 დეფიციტური ანემია) იბლოკება ჰომოცისტეინის ცვლის ერთ–ერთი გზა, რასაც თან სდევს ამ უკანასკნელის კონცენტრაციის მომატება.
ჰომოცისტეინის განსაზღვრით შესაძლებელი ხდება ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების  და მათი გართულებების თავიდან აცილება.

For emergency cases        ( +995 32) 234-81-19