Open/Close Menu კლინიკური მედიცინის ს-კ ინსტიტუტი

ხელმძღვანელი – თინათინ ჩოლოყაშვილი
აღჭურვილია თანამედროვე მიკროსკოპებით, BBio Meriux-Lachema და ტესტ სისტემებით. ლაბორატორიაში ფუნქციონირებს ფრანგული ფირმა Bio Meriux-ის, ბაქტერიოლოგიური ავტომატური ანალიზატორი “VITEK-2”. დანადგარი იძლევა მაღალი საერთაშორისო დონის და ხარისხის სტანდარტულ შედეგებს. ანალიზის მსვლელობისას ტარდება გამოყოფილი მიკრობების ტაქსონის ზუსტი იდენტიფიკაცია.

ლაბორატორიაში ტარდბა:
•    ინფექციების: ქლამიდია, გარდნერელა, სოკო, გონოკოკი, ტრიქომონადა, მიკოპლაზმები, ციტომეგალოვირუსი, ჰერპეს ვირუსი, ტოქსოპლაზმა და სხვათა დადგენა, პირდაპირი ფლუროსცენციის მეთოდით.
•    კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიკროფლორის გამოკვლევა: დისბაქტერიოსზე, ნაწლავის იერსონიოზზე, პათოგენურ ენტერობაქტერიებზე.
•    როტა და ადენოვირუსების, ჰელმინთებისა და ნაწლავის ერთუჯრედიანი პარაზიტების დადგენა და კოპროლოგია.
•    თვალის, ყელ-ყურ-ცხვირის, ფილტვების დაავადებების ბაქტერიოლოგიური დიაგნოსტიკა.
•    ჭრილობებისა და წყლულების ჩირქოვან-ანთებითი პროცესების გამომწვევი მიკროფლორის დადგენა.
•    სისხლის გამოკვლევა სტერილობაზე.
•    გამოყოფილი მიკრობების მგრძნობელობის შესწავლა ანტიბიოტიკების, ქიმიოთერაპიული პრეპარატების და ბაქტერიოგრაფების მიმართ.
•    სპერმოგრამა.

For emergency cases        ( +995 32) 234-81-19