კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი განთავსებულია ქალაქის ცენტრში. აქ პაციენტთათვის კომფორტული და
სასიამოვნო გარემოა – დერეფნებში შეგიძლიათ დაათვალიეროთ ცნობილი მხატვრების:
გ.ჯაფარიძე, ქ. კალმახელიძე, ზ. წერეთელი,
მ. ბერძენიშვილი, ნ. ცეცხლაძე, ზ. ნიჟარაძე, თ. ქადაგიშვილი, ლ.ზამბახიძე, გ. მარკოზაშვილი, დ. ფოდიაშვილი, ტ. შეყილაძე, ჯ.ზენაიშვილი, მ. ჩხუტიშვილი, რ. ადამია, ვ. აბულაძე, გ. თოიძე,
ნ. ხერკელაძე, რ.თორდია, შ. მატუაშვილი, ქ. მატაბელი, ღ.ბიკაშვილი, ჟ.ლოლაშვილი, ლ.ტაბლიაშვილი, ბ.არბოლიშვილი ნახატები ორიგინალში, რომელიც განსაკუთრებულ განწყობას შეგიქმნით.

რადგან თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გთხოვთ შევსებული კითხვარი ჩააგდოთ ცენტრალურ ფოიეში მოთავსებულ შენიშვნებისა და წინადადებების სპეციალურ ყუთში.

კლინიკის ტერიტორიაზე სიგარეტის მოწევა აკრძალულია. აქვე მუშაობს ბუფეტი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენთან დადგენილი შემდეგი წესები:

სტაციონარში მოთავსებული პაციენტის ვიზიტის დრო განსაზღვრულია 17:00-დან – 19:00მდე.

ოპერაციის დამთავრების შემდეგ კლინიკის სამედიცინო პერსონალი მოგაწვდით სათანადო და ამომწურავ ინფორმაციას პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ჩატარებული სამკურნალო ჩარევის შესახებ.

პაციენტის შესახებ დეტალური სამედიცინო ინფორმაციის მიღება შეუძლიათ მხოლოდ მისი ოჯახის წევრებს.
ინსტიტუტი მუშაობს ყოველდღე 09:00-17:00მდე, შაბათ-კვირის გარდა.

გმადლობთ, რომ იცავთ არსებულ წესებს და ირჩევთ ჩვენს კლინიკას.
აკად. ფ. თოდუას კლინიკა გისურვებთ ჯანმრთელობას.