Open/Close Menu კლინიკური მედიცინის ს-კ ინსტიტუტი

 

განყოფილება აღჭურვილია თანამედროვე

ქირურგიული აპარატურით: STORZ-ის უახლესი

თაობის ენდოლაპარასკოპიული ნაკრებით,

HARMONIC-ის ულტრაბგერითი სკალპელით,

ინტრაოპერაციული რენტგენოლოგიური და

ექოსკოპიის აპარატებით.

განყოფილებაში ტარდება სხვადასხვა სახის ოპერაციები ფილტვებისა და შუასაყარის

შემდეგი დაავადებების დროს :

• ფილტვების ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი სიმსივნეები

• პლევრის ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი სიმსივნეები

• ფილტვების ქრონიკული არასპეციფიური დაავადებები

• ფილტვების სხვადასხვა გენეზის ცისტები, მათ შორის ფილტვების ექინოკოკოზი

• გულმკერდის კედლის, მათ შორის რბილი ქსოვილებისა და ნეკნების ავთვისებიანი

და კეთილთვისებიანი სიმსივნეები

კეთდება სხვადასხვა მასშტაბის ოპერაციები:

• პნევმონექტომია

• ბილობექტომია

• ლობექტომია

• ფილტვის ატიპიური რეზექცია

• პლევრექტომია

• შუასაყარის სიმსივნეების ამოკვეთა სტერნოტომიული მიდგომით

• პერიკარდექტომია პერიკარდის სიმსივნეებისა და ცელომიური კისტების დროს

• რადიკალური, ორგანოშემანარჩუნებელი, რეკონსტრუიქციულ – აღდგენითი

ონკოქირურგიული ოპერაციები

• სადიაგნოსტიკო პარასტერნალური მედიასტინოტომია

• სადიაგნოსტიკო თორაკოსკოპია

• ფილტვების, შუასაყარისა და პლევრის სიმსივნეების ტრანსთორაკალური პუნქცია

კომპიუტერული ტომოგრაფიის ან ექოსკოპიური კონტროლით

For emergency cases        ( +995 32) 234-81-19