Open/Close Menu ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი

ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ენდოსკოპიური კვლევის მეთოდია.
აღნიშნული კვლევის მეთოდით შესაძლებელია ანთებადი და ონკოლოგიური დაავადებებისა და ფუნქციური მოშლილობების დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
განყოფილებაში ფუნქციონირებს ფირმა OLYMPUS-ის უახლესი თაობის, პრემიუმ კლასის, HD გამოსახულების მქონე რამდენიმე ენდოსკოპიური აპარატი Evis Exera III. აღნიშნული აპარატის საშუალებით შესაძლებელია NBI რეჟიმით კაპილარული ქსელის მიკროსკოპული ვიზუალიზაცია და ენდოსკოპიური ულტრასონოგრაფია.
აღსანიშნავია, რომ პაციენტის კომფორტისთვის ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპიის ჩატარება შესაძლებელია ინტრავენური ბალანსირებული სედაციის გამოყენებით.
კლინიკაში დამონტაჟებული მაღალი ხარისხის სადეზინფექციო აპარატების OER-A, OER-AW და OER-PRO მეშვეობით ხდება ფიბროენდოსკოპების მექანიკური დამუშავება, ფერმენტული საშუალებებით დეზინფექცია და ანტისეპტიკური ხსნარებით სტერილიზაცია.

For emergency cases        ( +995 32) 234-81-19