Open/Close Menu კლინიკური მედიცინის ს-კ ინსტიტუტი

ხელმძღვანელი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი ნინო კახიშვილი.

განყოფილებაში ტარდება შემდეგი დაავადებების დიაგნოსტიკა და  მკურნალობა:

• ალერგოდერმატოზები: კონტაქტური და ალერგიული დერმატიტები, ჭინჭრის ციება, ატოპიური დერმატიტი (ნეიროდერმიტი), ეგზემა (მათ შორის ვარიკოზით გამოწვეული, ტროფიკული წყლულები), ექსუდაციური ერითემა და სხვა.

• სოკოვანი დაავადებები: სადა კანი მიკოზები, ონიქომიკოზები, ნაირფერი პიტირიაზი, ერითრაზმა, მიკროსპორია, ტრიქოფიტია და სხვა

• კანის ინფექციური დაავადებები: ფოლიკულიტი, ფურუნკულოზი, კარბუნკული, ვულგარული სტრეპტო–სტაფილოკოკური იმპეტიგო, პიოდერმია, წითელი ქარი, და სხვა.

• ვირუსული დაავადებები:  მარტივი ჰერპესი,  შემომსარტყვლელი ჰერპესი (herpes zoster), მეჭეჭები, პაპილომები, კონტაგიოზური მოლუსკი.

• სებორეა, ვულგარული ფერიმჭამელები (აკნე), ვარდისფერი ფერიმჭამელები (როზაცეა).

• თმის და თავის კანის დაავადებები: ანდროგენული ალოპეცია, ბუდობრივი და დიფუზური თმის ცვენა, ცხიმიანი და მშრალი სებორეა, ქერტლი.

• ლიქენები: ქერცვლადი ლიქენი (ფსოიაზი), წითელი ბრტყელი ლიქენი, ვარდისფერი ლიქენი (ჟიბერის პიტირიაზი).

• პარაზიტული დაავადებები: მუნი, პედიკულოზი.

• კოსმეტოლოგიური პრობლემები: ნაწიბურები, პიგმენტური ლაქები, მშრალი და ცხიმიანი კანის მოვლა.

კანის დაავადებების ინსტრუმენტული გამოკვლევა, დიაგნოსტიკა და მონიტორინგი ხდება უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით. აღებული პათოლოგიური მასალის (თმა, ქერცლი, ფრჩხილი, ჩირქი) დათესვა, მასში მიკრორგანიზმების იდენტიფიკაცია და ანტიბიოტიკბის მიმართ მგრძნობელობის განსაზღვრა ხდება, ფრანგული ფირმა Bio Meriux-ის, უახლეს ავტომატურ ანალიზატორზე “VITEK-2”. რადიოიმონოლოგიური, ქემილუმისცენტული და იმუნოფერმენტული კვლევები, ტარდება  Hoffmann La Roche, Berthold Technologies-ისა და Beckman Coulter Company-ის აპარატურით.

For emergency cases        ( +995 32) 234-81-19