Open/Close Menu კლინიკური მედიცინის ს-კ ინსტიტუტი

მიოკარდიუმის ფოტონ ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია ბირთვული კარდიოლოგიის ერთ-ერთი მეთოდია, რომლის მეშვეობით  შესაძლებელია გულის იშემიური დაავადების დროული გამოვლენა და შესაფერისი მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა.
ამ მეთოდის საშუალებით  შესაძლებელია გულის მკვებავი არტერიების ფუნქციური მდგომარეობის შესწავლა, თუ როგორ მიაწოდებენ ისინი სისხლს გულის კუნთს, სახეზეა თუ არა სისხლძარღვის მიერ გულის კუნთისთვის ჟანგბადის მიწოდების შეფერხება.
სპეციალური რადიოფარმპრეპარატის ინტრავენური შეყვანის შედეგად ეს  პრეპარატი ლაგდება გულის კუნთში, ხოლო აპარატის მიერ ხდება გულის კუნთის თხელ შრეებად „დაჭრა“. მიღებულ გამოსახულებაზე შესაძლებელია გამოვლინდეს მიოკარდიუმში არსებული მცირე დარღვევებიც კი, დადგინდეს უმცირესი იშემიის არსებობა. გარკვეულ შემთხვევებში ინფორმატიულობა იზრდება ფიზიკური თუ მედიკამენტური დატვირთვის ფონზე, რის საჭიროებასაც წყვეტს ექიმი.
მეტად მნიშვნელოვანია ამ გამოკვლევების როლი გიდ მქონე ავადმყოფთა მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრაში, ვინაიდან შესაძლებელი ხდება, მოხდეს იმ ავადმყოფთა სელექცია, ვინც საჭიროებს მედიკამენტურ თუ ინვაზიურ მკურნალობას– რევასკულარიზაციას, იქნება ეს სტენტირება თუ აორტო-კორონარული შუნტირების ოპერაცია.
გამოკვლევების შედეგად შესაძლებელია ჩატარებული მკურნალობის ეფექტურობის შეფასება, ავადმყოფის მდგომარეობაზე მეთვალყურეობა,  რის შედეგადაც შესაძლებელია,   სამკურნალო ღონისძიებების დროულად ჩატარება.

For emergency cases        ( +995 32) 234-81-19