Open/Close Menu კლინიკური მედიცინის ს-კ ინსტიტუტი

ხელმძღვანელი – მედიცინის დოქტორი თათია ალექსიშვილი

აღჭურვილია ფირმა SIEMENS-ის ორი გამაკამერით: “E.CAM Systems” და “E.CAM Extended Dual Detector Systems”.

განყოფილებაში ტარდება:
•    ფარისებრი ჯირკვლის რადიოიზოტოპური კვლევა. ჯირკვლის ტოპოგრაფიის განსაზღვრა, ჯირკვლის ცალკეული ნაწილების ან მოცულობითი წარმონაქმნების ფუნქციური აქტივობის შეფასება
•    ფარისებრახლო ჯირკვლის გამოკვლევა
•    მამოსცინტიგრაფია
•    მიოკარდიუმის პერფუზიის განსაზღვრა გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებსა და მაღალი რისკის კონტიგენტში
•    გამოკვლევები ტექნეციუმით მონიშნული ერითროციტებით (ღვიძლის ჰემანგიომა, ვენტრიკულოგრაფია, სხვა)
•    ფილტვების პერფუზიის განსაზღვრა და ფუნქციური მდგომარეობის შეფასება
•    ღვიძლის პარენქიმისა და ბილიარული სისტემის ფუნქციური მდგომარეობის შეფასება
•    თირკმლების მორფო-ფუნქციური კვლევა, გადანერგილი თირკმლის ფუნქციური მდგომარეობის შეფასება, რენოვასკულური ჰიპერტენზიის დიაგნოსტიკა
•    ძვლოვანი სისტემის რადიოიზოტოპური კვლევა ონკოლოგიურ დაავადებათა დროს, პირველადი სიმსივნეების და მეტასტაზური დაზიანების შემთხვევაში, ძვლოვანი სისტემის ანთებითი პათოლოგიების დიაგნოსტიკა
•    პერიფერიული ლიმფური სისტემის მდგომარეობის შეფასება, გამტარებლობის და ლიმფოსტაზის ხარისხის დადგენა
•    მეკელის დივერტიკულის დიაგნოსტიკა
•    თავის ტვინის სისხლმომარაგების შეფასება და პერფუზიის განსაზღვრა, ვასკულარული პათოლოგიის დიაგნოსტიკა, მიღებული შედეგების კორელაცია ნეიროვიზუალიზაციის სხვა მეთოდებთან

For emergency cases        ( +995 32) 234-81-19