Open/Close Menu კლინიკური მედიცინის ს-კ ინსტიტუტი

ბარიატრიული ქირურგია ჩვენს კლინიკაში!
ჭარბი წონის დაკლება ლაპარასკოპიული ქირურგიული მეთოდით!
რა არის ბარიატრიული ქირურგია და ლაპარასკოპიული (SLEEVE GASTRECTOMY) – ე. წ. სლივ გასტრექტომია? –
ბარიატრიული ქირურგია – მკურნალობის ქირურგიული მეთოდია,რომელიც გამოიყენება ჭარბი წონის სამკურნალოდ.
„სლივ გასტრექტომია“ – (SLEEVE GASTRECTOMY) – ქირურგიული მეთოდია – რაც გულისხმობს კუჭის დიდი სიმრუდის რეზექციას ანუ კუჭის მოცულობის შემცირებას.
ამ ოპერაციის უპირატესობაა : – ოპერაციის შემდგომ პერიოდში პაციენტი ვეღარ ღებულობს დიდი რაოდენობით საკვებს, აქვს მალე დანაყრების შეგრძნება და ხდება ჭარბის წონის სწრაფი კლება.
პაციენტის ამ მეთოდით მკურნალობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ქირურგიული ჩარევით. პაციენტთან ერთდროულად მუშაობს ექიმთა გუნდი: ენდოკრინოლოგი, დიეტოლოგი, ფსიქოლოგი და ქირურგი.
ექიმი ენდოკრინოლოგი, დიეტოლოგი და ფსიქოლოგი უზრუნველჰყოფს პაციენტის ოპერაციამდე მომზადებას და მათი წონის კორექციის კონტროლს პოსტ ოპერაციულ პერიოდში.
ლაპარასკოპიული ჩარევის ეს მეთოდი ნაკლებ ინვაზიური და ტრავმულია პაციენტისათვის. მკვეთრად შემცირებულია ქირურგიული გართულების რისკები და რეაბილიტაციის პერიოდი.
ოპერაციის შემდგომ 12-18-24 თვეების განმავლობაში პაციენტები იკლებენ ათეულობით კილოგრამს , უბრუნდებიან ნორმალური ცხოვრების წესსა და აღარ ემუქრებათ სასიცოცხლოდ საშიში დაავადებების განვითარების რისკი.

For emergency cases        ( +995 32) 234-81-19