Open/Close Menu კლინიკური მედიცინის ს-კ ინსტიტუტი

ახალი ფიზიო-ლაზერთერაპიის აპარატი PhysioTouch  წარმოადგენს ვაკუუმთერაპიის აპარატს, რომელიც იძლევა სწრაფ და ეფექტურ შედეგს ოპერაციის (მასტექტომიის და ა.შ) და სხივური თერაპიის შემდგომი შეშუპეპების, ფიბროზის, კელოიდის, ტრავმის შემდგომი დაზიანებების მკურნალობაში.

მისი ჩვენებებია:

•ოპერაციის, კერძოდ ძუძუს კიბოს გამო ჩატარებული ოპერაციის შემდგომ ზემო კიდურების შეშუპება.

•სხივური თერაპიის შემდგომი ქსოვილების შეშუპება

•სპორტული ფიზიოთერაპია

•სხვადასხვა ეტიოლოგიის ლიმფური შეშუპება

•ფიბროზი, კელოიდი

•დიაბეტური ანგიოპათია

მისი მოქმედების მექანიზმი შემდეგია:

ვაკუუმის – უარყოფითი წნევის ზემოქმედებით აქტიურდება ლიმფოდრენაჟი – ტუმბის მექანიზმი და ლიმფა მიედინება სწრაფად ლიმფური კვანძებისკენ, რაც ხელს უწყობს ქსოვილის განთავისუფლებას ზედმეტი სითხისა და მეტაბოლური ნარჩენებისაგან.

For emergency cases        ( +995 32) 234-81-19