Open/Close Menu კლინიკური მედიცინის ს-კ ინსტიტუტი

2017 წლის 4 ნოემბერს საქართველოში პირველად მოეწერა ხელი ფირმა Toshiba-ს უახლესი თაობის ულტრაბგერითი აპარატის Aplio I800 შეძენას

Aplio I სერიის ულტრაბგერითი აპარატები გამოირჩევა გამოსახულების მაღალი ხარისხითა და სრულიად ინოვაციური რეჟიმებით.

ფირმა Toshiba-ს Aplio I800 უკანასკნელი სიტყვაა ულტრაბგერით დიაგნოსტიკაში. განახლებულმა გადამცემებმა, გაუმჯობესებულმა 3D გამოსახულებამ, SmartMAPS და Realtime Quad პროგრამულმა უზრუნველყოფამ, Fusion- ისა და ნავიგაციის საშუალებებმა განაპირობეს ის, რომ Aplio I800 წარმოადგენს მსოფლიოში საუკეთესო ულტრაბგერით სისტემას.

…..

 

აკად. ფ. თოდუას კლინიკა საერთაშორისო ონკოლოგიური ბორდის მუდმივი წევრი გახდა

აკად. ფ. თოდუას კლინიკა საერთაშორისო ონკოლოგიური ბორდის მუდმივი წევრი გახდა. ჩენი კლინიკის ონკოლოგიური განყოფილების ყველა ექიმს საერთაშორისო კონსილიუმებში მონაწილეობის მიღება ტელეხიდის საშუალებით შეუძლია. თოდუას კლინიკის ონკოლოგებთან ერთად კონსილიუმებში მონაწილეობენ Harvard University-ის, MD Anderson Cancer Center-ის, Massachusetts General Hospital-ისა და სხვა მსოფლიოს წამყვანი კლინიკების სპეციალისტები.
21 მარტს ჩვენი კლინიკის ონკოლოგებმა პირველად მიიღეს ასეთი ტიპის კონსილიუმში მონაწილეობა. ბორდი წარმოდგენილი იყო აშშ-ს წამყვანი კლინიკების ცნობილი სპეციალისტებით. კონსილიუმს ხელმძღვანელობდნენ ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორები: Paul Goss, Thomas Randall, Michael Birrer და Don Dizon.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. განიხილეს ბევრი საინტერესო კლინიკური შემთხვევა.
ჩვენი ონკოლოგების მიერ წარდგენილ კლინიკურ შემთხვევაზე გაიმართა დისკუსია, გამოითქვა მრავალი კომპეტენტური აზრი. აღსანიშნავია, რომ პაციენტის მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა ერთობლივი გადაწყვეტილებით განისზღვრა.  საერთაშორისო ბორდზე მიღებული რეკომენდაციები დაინერგება ინსტიტუტის ყოველდღიურ პრაქტიკაში.

….

ინსტიტუტის განვითარების პერსპექტივები

არსებობის 25 წლის მანძილზე კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი სტაბილურად ინარჩუნებს უპირობო ლიდერის პოზიციას თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და უმაღლესი ხარისხის სამედიცინო სერვისების მიწოდების საკითხში. მუდმივი განვითარება და სწრაფვა ინოვაციებისაკენ ინსტიტუტის დამახასიათებელი ნიშანია. დღეს ხელი მოეწერა კონტრაქტს ფირმა SIEMENS-თან დიგიტალური სუბტრაქციული ანგიოგრაფის შეძენის თაობაზე და სულ მალე ფუნქციონირებას დაიწყებს უახლესი საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებით აღჭურვილი ახალი ინტერვენციული რადიოლოგიის განყოფილება. 2017 წლის დასაწყისში კი – ბირთვული მედიცინის დეპარტამენტი, რომელშიც განთავსდება პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფი (PET CT) SIEMENS Biograph Horizon.

……

ევროპის მედიკოს ონკოლოგთა ასოციაციის მიერ კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ონკოლოგიის დეპარტამენტმა გაიარა აკრედიტაცია და აღიარებულია როგორც ინტეგრირებული ონკოლოგიის ცენტრი. დაჯილდოვების ცერემონია შედგა ევროპის მედიკოს ონკოლოგთა ასოციაციის კონგრესზე 9 ოქტომბერს, კოპენჰაგენში (დანია).

…….

2016 წლის 7-8 მაისს თბილისში ჩატარდა საქართველოს რადიოლოგთა IV საერთაშორისო კონგრესი. კონგრესის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო 700-ზე მეტმა მედიკოსმა.

კონგრესზე მოისმინეს 134 მოხსენება. ქართველი სპეციალისტების გარდა თავიანთი ნაშრომები წარმოადგინეს წამყვანმა რადიოლოგებმა ავსტრიიდან, ბელგიიდან, გერმანიიდან, შვეიცარიიდან, ლატვიიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ირანიდან, არაბეთის გაერთიანებული ემირატებიდან, ყაზახეთიდან. აღსანიშნავია, რომ კონგრესზე წარმოდგენილი იყო რადიოლოგიისა და რადიოთერაპიის ახალგაზრდული სექცია. კონგრესმა საქართველოს რადიოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტად კიდევ ერთი ვადით ერთხმად აირჩია აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა.

…..

სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია II აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა

      

For emergency cases        ( +995 32) 234-81-19