Open/Close Menu კლინიკური მედიცინის ს-კ ინსტიტუტი

ხელმძღვანელი: პროფესორი ნოდარ ლებანიძე
განყოფილება აღჭურვილია Dräger-ის საანესთეზიო (Fabius Plus) და სასუნთქი (Savina, T.Bird series Vela) აპარატებით, გაზოანალიზატორებით (Vamus, radiometers) და კარდიომონიტორებით (Bionet BM-3; Bionies quardian; Patient monitor; Drager infinity vista), ინფუზატორებით (Perfisor Compact; B/Braun; pilot. Ar; Optima VS), პულსოქსიმეტრი მრტომოგრაფიისთვის (NONIN 7-500 FO), სისხლის მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის, ელექტროლიტური ბალანსის და სისხლის გაზების ანალიზატორი (ABBOT i-STAT), საწოლები (User Manual Rehabilitation CR-10); ახალი თაობის ინვაზიური და კარდიომონიტორებით Biolight Anyview A8.

კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ანესთეზიისა და რეანიმაციის სამსახური პაციენტებისთვის უზრუნველყოფს შესაბამის სამედიცინო მომსახურებას როგორც ქირურგიულ სტაციონარში, ასევე ამბულატორიულ პირობებში. კერძოდ, იმ პაციენტებისთვისაც,  რომლებიც იტარებენ ქიმიო და სხივურ თერაპიას.ეს სამსახური განსაკუთრებით  მნიშვნელოვანია პედიატრიულ პრაქტიკაში  სხვადასხვა სადიაგნოსტიკო და სამკურნალო პროცედურებს  დროს. სხვა ასაკის ჯგუფის პაციენტებში აღნიშნული სამსახური უზრუნველყოფს მათ ფსიქიკურ კომფორტს  (სედაციას),აგრეთვე გაუტკივარებას ისეთი ინვაზიური პროცედურების დროს როგორიცაა: გასტროსკოპია, კოლონოსკოპია, ბრონქოსკოპია. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პაციენტებს,რომლებსაც აწუხებთ  კლაუსტროფობია, და აქედან გამომდინარე,  ვერ იტანენ   „დახშული სივრცის“ ეფექტს.
ჩვენი ინსტიტუტის ანესთეზიოლოგებისა და რეანიმატოლოგების განსაკუთრებულ პრიორიტეტად ითვლება პაციენტების უსაფრთხოება მათი დიაგნოსტიკის და მკურნალობის ყველა ეტაპზე. ამ მიზნით შექმნილია  მრავალ დონიანი  სისტემა, რომელიც  მოიცავს პაციენტის მდგომარეობის  სიმძიმის  შეფასებას ოპერაციის დაწყების წინ, მის  მომზადებას ანესთეზიისა და ოპერაციისთვის, ანესთეზიის  ინდივიდუალური გეგმის შემუშავებას  პაციენტის ფსიქოლოგიური და საერთო სომატური მდგომარეობის გათვალისწინებით  და  პაციენტის მდგომარეობის მართვას როგორც უშუალოდ ოპერაციის, ასევე  პოსტ-ოპერაციულ პერიოდებში. ზემოთაღნიშნული ტაქტიკა საშუალებას გვაძლევს მინიმუმადე დავიყვანოთ ანესთეზიისთან და ოპერაციულ ჩარევასთან დაკავშირებული რისკები;   ეს ტაქტიკა აგრეთვე უზრუნველყოფს  პაციეტის კომფორტულ მდგომარეობასა და უმსუბუქებს ტკივილის სინდრომს უშუალოდ ოპერაციისა და მის  შემდგომ პერიოდებში, განაპირობებს პაციენტის სწრაფ  რეაბილიტაციას.
ანესთეზიისა და რეანიმაციის სამსახური აღჭურვილია თანამედროვე სანარკოზე და სასუნთქი აპარატურით. მაღალი კლასის  მონიტორული სისტემები საშუალებას გვაძლევს რეალური დროის რეჟიმში  დავარეგისტრიროთ ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი სასიცოცხლო სისტემები,  ვაკონტროლოთ  ჰემოდინამიკური მაჩვენებლები და განვსაზღვროთ  მიღებული საანესთეზიო საშუალებების კონცენტრაცია.
თანამედროვე აპარატურამ ხელი შეუწყო   ისეთი მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების დანერგვას,  როგორიცაა ზოგადი ანესთეზიის ჩატარება მიზნობრივი კონცენტრაციის პრინციპით, დაბალი სიხშირის ანესთეზიით. ამ მეთოდების ერთობლიობა ითვალისწინებს როგორც საერთო, ასევე რეგიონული  ანესთეზიის გამოყენებას, რაც ახდენს ანესთეზიის პოსტმედიკამენტური ეფექტის ნიველირებას, უზრუნველყოფს ტკივილის  სინდრომის ხანგრძლივ   კუპირებას პოსტ-ოპერაციულ პერიოდში.
უახლოეს მომავალში ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის   სამსახურის სტრუქტურაში მუშაობას დაიწყებს ექიმთა ჯგუფი, რომელიც  მოემსახურება  მწვავე და ქრონიკული ტკივილის სინდრომის მკურნალობას.  როგორც  ცნობილია,  ეს გავრცელებული პათოლოგია ონკოლოგიური პაციენტების გარდა, აღენიშნებათ   საყრდენ-მამოძრავებელი სისტემისა და   სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებსაც.
ინსტიტუტში არსებული ინფორმაციის არქივირებისა და დამუშავების ელექტრონული სისტემა (პაქსი) საშუალებას გვაძლევს სწრაფად მივიღოთ სრული ინფორმაცია სხვადასხვა ინსტრუმენტული თუ ლაბორატორიული კვლევების შესახებ, რომელსაც პაციენტი იტარებს. ელექტრონულ მატარებლებზე ინახება  ანესთეზიოლოგიური და სხვადასხვა კლინიკური დოკუმენტაციები.
განყოფილებაში მუდმივად მიმდინარეობს   ექიმებისა და საშუალო სამედიცინო პერსონალის დიპლომის შემდგომი კვალიფიკაციის ამაღლება. ტარდება ლექციები და სემინარები  ანესთეზიოლოგიისა და რეანემატოლოგიის  აქტუალურ საკითხებზე,  ხდება პაციენტების კლინიკური მდგომარეობის,  ახალი თეორიებისა და კლინიკური სიახლეების განხილვა.
უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება  „სუფთა“ გარემოს შექმნას:  საოპერაციოებისა და რეანიმაციული განყოფილებების  სპეციალური ფილტრებით აღჭურვას, ანესთეზიისა და ოპერაციების პროცესში სამედიცინო პერსონალის ხელების დეზინფექციას,  სახარჯი მასალის ერთჯერად გამოყენებას,   რაც განაპირობებს   პაციენტის კონტამინაციის ალბათობის შემცირებას.  ეს ყოველივე კი  მაქსიმალურად  ეფექტურია  მთელი საავადმყოფოს პროფილაქტიკისთვის.
ამ განყოფილების თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართულები  ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევით მუშაობაში. მზადდება სახელმძღვანელო ანესთეზიოლოგიის ახალ მეთოდებზე, ოპერაციის შემდგომი პერიოდის მთავარ სასიცოცხლო  ფუნქციების მართვაზე, ტკივილის მწვავე და ქრონიკული სინდრომის პროფილაქტიკასა და მკურნალობაზე. სამეცნიერო და კლინიკური მუშაობა შემდგომში ასახულია მონოგრაფიებსა და  სტატიებში და აგრეთვე თემატურ კონფერენციებში წაკითხულ  მოხსენებებში.

For emergency cases        ( +995 32) 234-81-19