Open/Close Menu კლინიკური მედიცინის ს-კ ინსტიტუტი

ლაბორატორიაში ფუნქციონირება დაიწყო ახალი გენერაციის ანალიზატორმა Sysmex XS 500i (იაპონია) 39 პარამეტრიან ჰემატოლოგიურ ანალიზატორთან “Sysmex XT 4000 i” ერთად. აღნიშნული სისტემა წარმოადგენს ახალ ხედვას ლაბორატორიულ მედიცინაში. ორივე აპარატი ინოვაციურია, განკუთვნილია არა მარტო სისხლის, არამედ სხვა ბიოლოგიური სითხეების: თავზურგტვინის სითხის, სეროზული სითხეებისა და სინოვიალური სითხის გამოკვლევისათვის.

“Sysmex XT 4000 i” და Sysmex XS 500i საშუალებით შესაძლებელია:

ანემიების სკრინინგი და დისგნოსტიკა.

ერითროციტების რაოდენობრივი და თვისობრივი მონიტორინგი.

რეტიკულოციტების განსაზღვრა ოქროს სტანდარტად მიჩნეული მეთოდით.

თრომბოციტების რაოდენობრივი და თვისობრივი შესწავლა (იმპედანსისა და გამდინარე ფლუორესცენტული მეთოდებით).

ლეიკოციტების რაოდენობრივი შესწავლა, შემდგომი ექვსმაგი დიფერენცირებითა და ახალგაზრდა (მოუმწიფებელი) გრანულოციტების რაოდენობრივი შეფასებით.

For emergency cases        ( +995 32) 234-81-19