Open/Close Menu კლინიკური მედიცინის ს-კ ინსტიტუტი

 

Cobas c 311 ბიოქიმიური ანალიზატორი – Roche Dagnostics( შვეიცარია):

არის სრულად ავტომატიზებული, მულტიპარამეტრული ბიოქიმიური ანალიზატორი (მეხუთე გენერაცია). კონტროლდება შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით, .

კვლევის დროს გამოყენებულია ფოტომეტრული, იმუნოტურბიდმეტრული და იონსელექტიურ ელექტროდებით გაზომვის მეთოდები.

კვლევის მასალა: სისხლის პლაზმა და შრატი, შარდი, ცერებროსპინალური სითხე და სხვა ბიოლოგიური მასალა. ასრულებს 300 – ზე მეტ ტესტს 1 საათში. სინჯის მაქსიმალური რაოდენობა – 50 მკლ.

სისტემატიური შიდა კონტროლისა და კალიბრაციის ავტომატიზებული და სრულყოფილი სისტემა უზრუნველყოფს ბიოქიმიური გამოკვლევის სიზუსტესა და სანდოობას. ყოველი შედეგის გარელაბორატორიული კონტროლი ხორციელდება საერთაშორისო ხარისხის სისტემაში INSTAND ( გერმანია) ყოველწლიური(4 ჯერადი) მონაწილეობით.

ბარკოდების სისტემა ხელს უწყობს პაციენტის სინჯის სწორ იდენტიფიცირებას.

Cobas c 311 მეშვეობით შესაძლებელია შემდეგი ტესტების განსაზღვრა:

სუბსტრატები: ამიაკი, ნახშირორჟანგი, ბილირუბინი (სართო, პირდაპირი), საერთო კალციუმი, საერთო ქოლესტეროლი, მაღალი და დაბალი სიმკვრივის ქოლესტეროლი (HDL დაLDL), ტრიგლიცერიდები, კრეატინინი, შარდოვანა, შარდმჟავა, ფრუქტოზამინი, გლუკოზა, გლიკოზირებული ჰემოგლობინი, რკინა, კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, რკინის შეკავშირების უნარი.

ცილები: α1 მჟავე გლიკოპროტეინი, α1 ანტიტრიპსინი, ცილა შრატსა და შარდში, ალბუმინი შრატსა და შარდში, პრეალბუმინი, აპოლიპოპროტეინი A1 და B, ლიპოპროტეინი a, ანტისტრეპტოლიზინი, რევმატოიდული ფაქტორი, C – რეაქტიული ცილა, ცისტატინი C, ჰომოცისტეინი, ფერიტინი, ტრანსფერინი, ტრანსფერინის ხსნადი რეცეპტორი, ჰაპტოგლობინი, მიოგლობინი.

ფერმენტები: ტრანსამინაზები (ასტ, ალტ), გამაგლუტამილტრანსფერაზა, ქოლინესტერაზა, ტუტე და მჟავე ფოსფატაზა, ამილაზა სისხლსა და შარდში (საერთო და პანკრეასული), ლიპაზა, ლაქტატდეჰიდროგენაზა, კრეატინკინაზა საერთო და კრეატინკინაზა MB.

  • Pane 1

  • Pane 2

  • Pane 1

  • Pane 2

For emergency cases        ( +995 32) 234-81-19