Open/Close Menu კლინიკური მედიცინის ს-კ ინსტიტუტი

უახლესი თაობის ქირურგიული ლაზერის აპარატი ფირმა – Biolitec Leonardo Dual 100, რომელიც წარმოადგენს უკანასკნელ სიტყვას ლაზერულ ქირურგიაში ამიერიდან ჩვენს კლინიკაშია ❗

ჩვენი კლინიკის ანგიოქირურგიის, პულმონოლოგიისა და ინტერვენციული ბრონქოლოგიის დეპარტამენტებში სხვადასხვა სახის პათოლოგიათა მკურნალობა ლაზერული ქირურგიის გამოყენებით ხდება.

აპარატი Leonardo Dual 100 გამოირჩევა ტალღების მაღალი სიხშირითა და სიძლიერით.

გერმანული წარმოების ერთჯერადი კათეტერი ორმაგი ლაზერული რგოლით არ აზიანებს პერიფერიულ ქსოვილებს, რომელიც გამოიყენება ლაზერული აბლაციისას სისხლძარღვთა პათოლოგიების დროს. აგრეთვე ზედა სასუნთქი გზების და ტრაქეობრონქული სიმსივნის წინარე დაავადებების, კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეების ლაზერული დესტრუქციის დროს. განსხვავებით ვენების კლასიკურ ოპერაციისგან. ბევრად უსაფრთხოა და გამოირჩევა მაღალი კოსმეტიკური შედეგით, მნიშვნელოვნად დაბალია რეციდივების შესაძლებლობა და შემცირებულია გართულებათა რისკი.

For emergency cases        ( +995 32) 234-81-19