Open/Close Menu კლინიკური მედიცინის ს-კ ინსტიტუტი

ხელმძღვანელი- მედიცინის დოქტორი თენგიზ გუგეშაშვილი

განყოფილება აღჭურვილია თანამედროვე

ქირურგიული ინსტრუმენტებით და აპარატურით:

STORZ-ის უახლესი თაობის

ენდოლაპარასკოპული ნაკრებით ქირურგიული

ჩარევებისათვის, ულტრაბგერითი სკალპელით

“HARMONIC”, პლაზმური ქირურგიული

აპარატით ERBE APC 300 , მონოპოლარული

რადიოსიხშირული

აბლაციის აპარატით RITA ,

ინტრაოპერაციული რენტგენოლოგიური და

ექოსკოპიის აპარატებით (SIEMENS).

 

განყოფილებაში ტარდება:

• მუცლის ღრუს ორგანოთა დაავადებების

ქირურგიული მკურნალობა.

• ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების

ქირურგიული მკურნალობა.

• საძილე არტერიების რეკონსტრუქცია.

• ქვემო კიდურების ვარიკოზული დაავადების მკურნალობა ენდოსკოპური მეთოდით

• მუცლის ღრუს ორგანოთა დაავადებების მკურნალობა ლაპარასკოპული მეთოდით:

კოლექტომია, გასტრექტომია და ჰემიკოლექტომია.

• რეკონსტრუქციული ოპერაციები საყლაპავის ახალაზიის და საყლაპავის

დიაფრაგმალური ხვრელის თიაქრის დროს.

• ღვიძლის ატიპიური რეზექცია, სპლენექტომია, ადრენალექტომია, ქოლეცისტექტომია,

აპენდექტომია, თიაქარპლასტიკა.

• რადიკალური, ორგანოშემანარჩუნებელი და რეკონსტრუქციულ-აღდგენითი.

ონკოქირურგიული ოპერაციები:

საყლაპავის, კუჭ ნაწლავის ტრაქტის – კუჭის, წვრილი და მსხვილი ნაწლავის,

სწორი ნაწლავის, ღვიძლის, პანკრეასის, რეტროპერიტონული სივრცის სიმსივნეების,

მცირე მენჯის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი პათოლოგიების დროს.

პანკრეატოდუოდენალური რეზექცია.

ბარიატრიული ქირურგიული ჩარევები ლაპარასკოპიული მეთოდით.

 

 

ლაპარასკოპიული მეთოდით ჩატარებული

ოპერაციები პაციენტისთვის ნაკლებად

ტრავმატულია, შესაბამისად პოსტოპერაციული პერიოდი ადვილად

გადასატანი და

ნაკლებად მტკივნეულია. სტაციონარში ყოფნის პერიოდი ხანმოკლეა და პაციენტი

შედარებით მოკლე დროში უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

For emergency cases        ( +995 32) 234-81-19